
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარაში უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, გაასაღა 7 400 აშშ დოლარის ოდენობის 74 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთის 7-დან 10 წლამდე ვადით წინასწარ გათვალისწინებულ სასჯელს უქმნის.