Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2025
giorgi gaxaria_AJARATIMES.GE

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შესვლის გადაწყვეტილებას იღებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შარაშიძის მტკიცებით, პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

„ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ ვერ შეაჩერა მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული დესტრუქციული პროცესები – მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერება, ანტიდემოკრატიული კანონების მიღება და ავტოკრატიული რეჟიმის გამყარება,“ – განაცხადა შარაშიძემ.

მისი თქმით, ბოიკოტის შედეგად ოპოზიცია ფაქტობრივად გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას აძლევდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა.

„ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა. ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო. მაგრამ დღეს აღარ ვაპირებთ არც ილუზიებში დარჩენას და არც თავის მოტყუებას,“ – აღნიშნა შარაშიძემ.

პარტიის წარმომადგენელმა ასევე, განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებმა ოპოზიციური სპექტრი კიდევ უფრო დაასუსტა, ხოლო „ქართული ოცნებას“ მისცა საბაბი ავტორიტარიზმის გასამყარებლად.

„ვხედავთ ახალი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებებს, ანტიევროპულ პროპაგანდას და პარტნიორი სახელმწიფოების დისკრედიტაციას. ოპოზიციის პოლიტიკური პროცესიდან გაქრობამ ხალხი რეჟიმის პირისპირ დაუცველი დატოვა,“ – აღნიშნა შარაშიძემ.

მისივე თქმით, პარტიის მთავარი მიზანია განსხვავებული აზრის გადარჩენისთვის ბრძოლა და პოლიტიკური ინსტრუმენტების ხალხისთვის დაბრუნება.

„საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები – საკრებულოები და პარლამენტი – არ ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, ისინი ეკუთვნის ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური პლატფორმის დაბრუნებას,“- განაცხადა შარაშიძემ.

ბოლოს შარაშიძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო არის გონიერი, ზომიერი და თანმიმდევრული პოლიტიკის დაბრუნება.

„საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს. დროა, ტყუილს სიმართლით, ხოლო სიძულვილს – გონიერებითა და სიმშვიდით ვუპასუხოთ,“ – განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ.

Post navigation

Previous: ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 20, 2026
sakonstitucio_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმსა და ქედაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ქედა

ბათუმსა და ქედაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 20, 2026
ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები batumi,qalaqis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები

ნოემბერი 20, 2026
აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026
ბათუმსა და ქედაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ქედა

ბათუმსა და ქედაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 20, 2026
ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები batumi,qalaqis xedi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები

ნოემბერი 20, 2026
აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.