Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება

სულხან მესხიძე ნოემბერი 16, 2025
tornike rijvadze_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა. ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ რიჟვაძეები თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრნენ.

წყაროების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმავე წყაროები აცხადებენ, რომ შემთხვევის შემდეგ მას ერთ თვალზე ხედვა დაკარგული აქვს.

„აჭარა თაიმსმა“ ასევე გაარკვია, რომ თორნიკე რიჟვაძის შვილები, რომლებიც ახლაც ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ბაზაში ირიცხებიან, სასწავლო პროცესში არ მონაწილეობენ. სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძემ დაადასტურა, რომ მოსწავლეები სკოლაში არ ცხადდებიან, თუმცა აღნიშნა, რომ მათ კანონით განსაზღვრული 30-პროცენტიანი გაცდენის ლიმიტი ჯერჯერობით ამოწურული არ აქვთ.

როდის ჰქონდა ბოლოს კომუნიკაცია აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძესთან, ასევე, რატომ წავიდნენ ისინი გერმანიაში საცხოვრებლად? კითხვას დავით გაბაიძე არ პასუხობს. საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „აჭარა თაიმსის“ შეკითხვები ადრესატს მიაწოდეს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ.

ცნობისთვის: დავით გაბაიძის და თორნიკე რიჟვაძის ცოლები ბიძაშვილები არიან

ინფორმაციისთვის: პროკურატურის ვერსიით, 6 ივლისს, თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან, რა დროსაც მალულად აიღო მასპინძლის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დაუდევრად იყო მოთავსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე შემინულ ფანჩატურში და მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

„მე რომც ვიცოდე, არ მაქვს იმის უფლება, რომ სხვის მაგივრად ვისაუბრო“ – დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძეზე

Post navigation

Previous: მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ძიძას ბრალდება წარედგინა
Next: „ფრენბურთის კლუბმა ბათუმმა“ „გორს“ მოუგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ხანძარი გაუჩნდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ხანძარი გაუჩნდა

ივლისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 29, 2026
ექიმთან მიმართვების რაოდენობა 16.8 მილიონამდე გაიზარდა – 2025 წლის სტატისტიკა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

ექიმთან მიმართვების რაოდენობა 16.8 მილიონამდე გაიზარდა – 2025 წლის სტატისტიკა

ივლისი 29, 2026
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს gamocdebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს

ივლისი 29, 2026
აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ივლისი 29, 2026
ქობულეთში ქალი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

ივლისი 29, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ხანძარი გაუჩნდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ხანძარი გაუჩნდა

ივლისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 29, 2026
ექიმთან მიმართვების რაოდენობა 16.8 მილიონამდე გაიზარდა – 2025 წლის სტატისტიკა xalxi_.ajaratimes.ge 3
  • საქართველო

ექიმთან მიმართვების რაოდენობა 16.8 მილიონამდე გაიზარდა – 2025 წლის სტატისტიკა

ივლისი 29, 2026
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს gamocdebi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს

ივლისი 29, 2026
აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ივლისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.