Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
sanqcia_AJARATIMES.GE

„პლატფორმა 2025“ საქართველოს დემოკრატიულ ძალებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანებებსა და აქტიურ მოქალაქეებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს.

გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერება და საქართველოს მოქალაქეთა უფრო ეფექტიანი მობილიზება. განცხადების თანახმად, მათი მთავარი გზავნილია: „არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე „ქართული ოცნება“.

„პლატფორმა 2025“ გამოდის ინიციატივით, ერთობლივად მომზადდეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სია და მათი დასანქცირების მოთხოვნით მიმართონ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და ევროკავშირს.

ამასთან, ორგანიზაცია კიდევ ერთ წინადადებას აყენებს, სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე მომზადებული სასანქციო პაკეტები გაერთიანდეს და მათი მხარდაჭერისთვის კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „პლატფორმა 2025“-მა სხვა ემიგრანტულ და სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად უკვე მოამზადა სასანქციო წინადადებების პაკეტი, რომელიც დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი მოიცავს „ქართული ოცნების“ დაახლოებით 300 საკვანძო წევრისა და მხარდამჭერის მონაცემებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირების, მოსამართლეების, პროპაგანდისტების, სასამართლო სისტემის თანამშრომლების, ცრუმოწმეებისა და ე.წ. ტიტუშკების შესახებ.

ორგანიზაცია ამ სიას „მზიას სიას“ უწოდებს. განცხადების ავტორების განმარტებით, სახელი უკავშირდება ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელსაც ისინი თავიანთი ბრძოლის მორალურ და გამაერთიანებელ სიმბოლოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, აღნიშნული სახელწოდება საერთაშორისო პარტნიორებისთვის იქნება გზავნილი, რომ დასავლეთი არ უნდა შეეგუოს ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ქალების მიმართ ძალადობას, რეპრესიებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემურ დარღვევას.

Post navigation

Previous: ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს
Next: ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სექტემბერი 11, 2026
ბათუმში ემიგრანტს ბინის შეძენას დაჰპირდა და 16 300 ლარი მოტყუებით გამოსძალა – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ემიგრანტს ბინის შეძენას დაჰპირდა და 16 300 ლარი მოტყუებით გამოსძალა – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 11, 2026
ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 10, 2026
„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში

სექტემბერი 10, 2026
ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სექტემბერი 11, 2026
ბათუმში ემიგრანტს ბინის შეძენას დაჰპირდა და 16 300 ლარი მოტყუებით გამოსძალა – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ემიგრანტს ბინის შეძენას დაჰპირდა და 16 300 ლარი მოტყუებით გამოსძალა – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 11, 2026
ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE 3
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 4
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.