Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ექიმთან მიმართვების რაოდენობა 16.8 მილიონამდე გაიზარდა – 2025 წლის სტატისტიკა

აჭარა თაიმსი ივლისი 29, 2026
xalxi_.ajaratimes.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საავადმყოფოების საწოლთა ფონდი, 2024 წელთან შედარებით, 1.8 პროცენტით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება მოქმედებდა. ამ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 16.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით მეტია.

2025 წელს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 22.5 ათასი ექიმი და 21.3 ათასი საექთნო პერსონალის წარმომადგენელი.

საქსტატის ინფორმაციით, პირველად დადგენილი დიაგნოზების მიხედვით, რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ჯგუფებში:

  • თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები – 14.2%-ით;
  • სიმსივნეები – 12.7%-ით;
  • ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები – 10.6%-ით;
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები – 8.9%-ით;
  • თვალისა და მისი დანამატების დაავადებები – 6.8%-ით;

მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის კვლავ ლიდერობს სასუნთქი სისტემის დაავადებები. ასევე მაღალი გავრცელებით გამოირჩევა თვალისა და მისი დანამატების, ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილების, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში შიდსის 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 53-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. შიდსით დაავადებულთა კუმულატიურმა რაოდენობამ 11 568 შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში დაავადებას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავე პერიოდში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 7.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო ტუბერკულოზით დაავადებულთა საერთო რიცხოვნობა 12.9 პროცენტით შემცირდა და 1 142 შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა პირველადი დახმარება დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს გაუწია. შემთხვევების 99 პროცენტი დაკავშირებული იყო მოქალაქეების უცაბედ ავად გახდომასთან.

Post navigation

Previous: გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 28, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026
saqartvelo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.