განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ჰ.ა.
გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 6 შეკვრად დაფასოებული, 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება — კოკაინი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



