Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში “ღამის სერენადების” კონცერტი გაიმართა

admin Posted on 1 წელი ago
gamis serenadebi_AJARATIMES.GE

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ კონცერტი გაიმართა.

მსმემელის წინაშე წარსდგა მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).კონცერტზე შესრულდა: ენიო მორიკონეს – სამი თემა, ნინო როტას – მიძღვნა ფედერიკო ფელინის, ჯუზეპე სანჯენიტის – ჯულიეტა ობობა, ჯუზეპე სანჯენიტის – ჯულია, ხალედ მუზანარის – წერილი დაკარგულ მამას, ასტორ პიაცოლას – ობლივიონი, ასტორ პიაცოლას – Adios Nonino, ასტორ პიაცოლას – მელოდია ლა მინორი, ასტორ პიაცოლას – Vuelvo al sur, ასტორ პიაცოლას – ლიბერტანგო. ბისზე: ლუის ბაკალოვის – Il postino, გარდელ – por una cabeza.

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

“23 აგვისტოს გაიმართა ფესტივალის ბათუმური ნაწილის გახსნითი კონცერტი. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დიდი წარმატებით ჩაიარა საღამომ. გულათადად მიგვიღო პუბლიკამ – აპლოდისმენტებითა და ბრავოს შეძახილებით. ბათუმური პუბლიკა როგორც ყოველთვის განსაკუთრებულია, მათთან შეხვედრა დიდი დღესასწაულია. ისინი დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით გამოირჩევიან. ჩვენ ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა შევადგინეთ. მსმენელის წინაშე წარსდგა მსოფლიოში ცნობილი შესანიშნავი იტალიელი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტრო დარკი და ჩვენმა შესანიშნავმა საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ თავისი შესანიშნავი პირველი ვიოლინოთი ლელა მჭედლიძით.

25 აგვისტოს კვლავ ბათუმში გაგრძელდება ფესტივალი. ძალიან საინტერესო კონცერტს შევთავაზებთ პუბლიკას. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგება შესანიშნავი ახალგაზრდა ვირტუოზი მევიოლინე ელვინ ხოჯა განიევი (აზერბაიჯანი/თურქეთი) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). შესრულდება თემატური პროგრამა – ვივალდის „წელიწადის დრონი“ და ასტორ პიაცოლას „ბუენოს აირესის წელიწადის დრონი“. ვეპატიჟებით ყველა მუსიკის მოყვარულს.“

მარიო სტეფანო პიეტრო დარკი, ბანდონეონი, იტალია:

„უბედნიერესი ვარ, რომ ბათუმში ჩემი კონცერტით გაიხსნა „ღამის სერენადები“. საოცარ თეატრში საოცარი მსმენელი შეიკრიბა, არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად შევასრულე იტალური მუსიკა. დიდი მადლობა ბათუმს, დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას საოცარი ემოციებისთვის. ყოველთვის ვამბობ, რომ კონცერტი არის ურთიერთობა მუსიკოსსა და მსმენელს შორის. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო და მადლობა ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის.“

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი. ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”. ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, “პალიტრა ჰოლდინგი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

Post navigation

Previous: ბათუმში, კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
Next: პრორუსული და ძალადობრივი „ალტ ინფოს“ წევრებმა ბათუმში ჯვრის ფორმის ხმალი აღმართეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

admin Posted on 11 საათის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

admin Posted on 2 დღის ago
prokuratura_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

Facebook-ზე უნებართვო შეღწევა და ინტიმური ფოტოების მოპოვება – პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმე აჭარაში

admin Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 14 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 15 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 17 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago
გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 14 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 15 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 17 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.