ბათუმის ბულვარის მიმდებარედ რამდენიჯერმე გაისროლეს. თვითმხილველები “აჭარა თაიმსს” უყვებიან, რომ დაჭრილია ერთი პირი. შეთხვევა ბულვარის ცენტრალურ ნაწილთან მოხდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ინფორმაცია განახლდა: დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
შსს ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.



