“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიაჩნიათ, რომ აჭარაში, წელს, ციტრუსის სეზონი ჩავარდა. პარტია ამის მაგალითად, მანდარინის დაბალ ფასსა და ციტრუსის რეალიზაციის პრობლემას ასახელებს.
ოპოზიცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს. ბონდო თედორაძის თქმით, ციტრუსის დიდი ნაწილი დაუკრეფავია, რაც დაკრეფილია იმის რეალიზაცია ჭირს. თედორაძე დღეს დაბა ჩაქვში ფერმერებს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
“მინისტრმა ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მანდარინის ფასი 50 თეთრს აღემარტება, რაც ტყუილია. სეზონი წარუმატებელია. ზაზა შავაძეს ვთავაზობ ერთად შევხვდეთ ფერმერებს და მათი მოსაზრებები მოვისმინოთ,” – აცხადებს ბონდო თედორაძე.