AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და შსს თანამშრომელი შეეჯახნენ.
მოქალაქის თქმით, შეჯახება სამართალდამცავის არასწორი მანევრირების შედეგია. შემთხვევა გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა.
შსს-ში განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. შეჯახებისას არავინ დაშავებულა.