Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

ვინ (არ) უნდა მიიღოს კეტოტიფენი — პრეპარატის გვერდითი მოვლენები

აჭარა თაიმსი დეკემბერი 23, 2024
ketotifeni

კეტოტიფენი ეფექტიანი ანტიჰისტამინური საშუალებაა ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. ის ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი წამალია, მაგრამ ეს დაუდევრად, თვითნებურად მკურნალობისკენ არ უნდა გვიბიძგებდეს.

თუკი მიიჩნევთ, რომ კეტოტიფენი თქვენს სიმპტომებს ეფექტიანად გაუმკლავდება, მიმართეთ ექიმს და დააზუსტეთ დოზირება, მიღების სიხშირე და წესი. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ფარმაცევტთან კონსულტაციაც დაგეხმაროთ.

წამლის მიღების წესები

კეტოტიფენი საკმაოდ ძლიერი მედიკამენტია და უმჯობესია, ის ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი მკურნალობის ფარგლებში იქნეს მიღებული. თუკი მიღების წესის, დროისა თუ ფორმის შესახებ რაიმე კითხვები გაქვთ, არ მიიღოთ გადაწყვეტილება თვითნებურად და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

თუკი მკურნალობის პერიდოში აღმოაჩინეთ, რომ კეტოტიფენის დამამშვიდებელი ეფექტის მიმართ მგრძნობიარე ხართ, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს — არ არის გამორიცხული, წამლის დოზის ცვლილება დაგჭირდეთ საწყის ეტაპზე მაინც. როგორ გაგრძელდეს მკურნალობა — ამაზე გადაწყვეტილება თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს.

გაითვალისწინეთ, რომ კეტოტიფენით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. თუკი კეტოტიფენის დასაშვებზე/გამოწერილზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. რეკომენდებული დოზის მიღება დაგავიწყდათ? —  მიიღეთ გახსენებისთანავე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტაბლეტების მიღებებს შორის გარკვეული დრო უნდა გავიდეს. ამიტომაც, თუკი პირველი დოზა დაგავიწყდათ და უკვე მეორის მიღების დროა, მიიღეთ მხოლოდ მომდევნო დოზა.

ასევე, დაუშვებელია მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა — რაიმე დისკომფორტის, გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რა შესაძლო გვერდითი მოვლენები აქვს პრეპარატს?

ისევე, როგორც სხვა ნებისმიერმა პრეპარატმა, კეტოტიფენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. ეს შესაძლოა, იყოს:

  • გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე, ტუჩის დახეთქილობა, ბუშტების წარმოქმნა კანზე, თვალებზე, პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე, თანამდევი მაღალი ტემპერატურით, ცხელებით, თავის ტკივილი, ხველა და ტკივილი მთლიან სხეულზე;
  • აღგზნებადობა, გაღიზიანება, უძილობა, შფოთვა, თავბრუსხვევა;
  • წვის შეგრძნება შარდვისას, ხშირი შარდვა (ცისტიტი);
  • პირის სიმშრალე;
  • ძილიანობა;
  • წონაში მატება;
  • კანის ან თვალების სიყვითლე, განავლის გაფერმკრთალება, შარდის გამუქება (სიყვითლის, ჰეპატიტის ნიშნები);
  • ძალიან იშვიათ შემთხვევებში მკურნალობისას გამოვლინდა კრუნჩხვა.

ნებისმიერი ჩივილისა თუ გვერდითი მოვლენის შესახებ დროულად აცნობეთ ექიმს.

დაშვებულია თუ არა კეტოტიფენის გამოყენება ბავშვებში?

კეტოტიფენის ბავშვებში გამოყენება ექიმის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით დაშვებულია. თუმცა თვითმკურნალობა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2-3 თვეს და მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობით.

შეიძლება ახლობლებისა თუ მეგობრებისგან მოისმინოთ შეხედულება, რომ ნახევარი ტაბლეტი კეტოტიფენი, ან სიროფი ბავშვს არ ავნებს და თამამად შეგიძლიათ მოხმარება —  ეს შეხედულება მცდარია. მისი ძლიერი მოქმედების გამო კეტოტიფენის პატარებთან გამოყენება თვითნებურად არ შეიძლება და მის დანიშვნამდე სხვადასხვა ალერგიული რეაქციები, თუ უკუჩვენებები უნდა გამოირიცხოს. ეს კი ექიმის ჩარევის გარეშე ვერ მოხდება.

ვინ არ უნდა მიიღოს კეტოტიფენი?

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ კეტოტიფენი ხშირად იწვევს ძილიანობას და ანელებს რეაქციების გამოვლენას. ამიტომაც ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიკურ საშუალებებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

ასევე არ უნდა მიიღონ კეტოტიფენი ორსულებმა, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. მეორე და მესამე ტრიმესტრში კი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა — წამლით მიღებული სარგებელი უნდა აღემატებოდეს იმ საფრთხეებს, რასაც მედიკამენტი ნაყოფისთვის შეიძლება შეიცავდეს.

რაც შეეხება ლაქტაციაზე მყოფ დედებს — კვლევებით დგინდება, რომ კეტოტიფენის აქტიური ინგრედიენტი აღწევს დედის რძეში. ამიტომაც ამ პერიოდში დედის მიერ წამლის მიღება არ შეიძლება.

Post navigation

Previous: ევროკავშირის წევრობის დოკუმენტი გვათარგმნინეთ – აქცია ბათუმში
Next: საქართველო და აზერბაიჯანი: მეგობრობისა და თანამშრომლობის ძლიერი კავშირები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
DSC05857
  • რეკლამა

ქობულეთში „სმარტის“ ახალი მარკეტი გაიხსნა

აჭარა თაიმსი ივნისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 1
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.