Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

ვისთვის არ შეიძლება ფიზიოტენზის მიღება — რას გვეუბნება წნევის დამწევის ანოტაცია

აჭარა თაიმსი დეკემბერი 18, 2024
ajaratimes.ge

ფიზიოტენზი, რომლის ჯენერიკული სახელწოდებაც მოქსონიდინია, არის რეცეპტით გაცემადი მედიკამენტი. ის ძირითადად გამოიყენება მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. თავის ტვინის სპეციფიკურ რეცეპტორებზე მოქმედებით ფიზიოტენზი ხელს უწყობს არტერიული წნევის დონის შემცირებას, რაც მას ეფექტიან ვარიანტად აქცევს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კარგად არ რეაგირებენ სხვა ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე.

ეს წამალი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული მოქმედებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას ნაკლები გვერდითი ეფექტებით, ტრადიციულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან შედარებით.

ფიზიოტენზი ხშირად ინიშნება პაციენტებთან, რომლებსაც ხშირად აქვთ მაღალი არტერიული წნევა. განსაკუთრებით სასარგებლოა მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებისთვის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ მყოფთათვის.  ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტებს ფიზიოტენზი შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი მიდგომა ჰიპერტენზიის კონტროლისთვის.

რას გვეუბნება წამლის ანოტაცია?

მედიკამენტის გამოყენების წესისა და ინდივიდუალური დოზირების შესახებ აუცილებლად დაუსვით კითხვა ექიმს, რადგანაც ზოგადად არსებული წესების მიუხედავად, შესაძლოა, მკურნალობა ინდივიდუალურად იყოს შერჩეული.

ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ განსხვავებული დაავადებების გამო ფიზიოტენზის განსხვავებულ დოზას ნიშნავენ. მაგალითად, თირკმლის ფუნქციის პრობლემა თუ გაქვთ, ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, რათა მან სხვა მედიკამენტებთან ერთად მოქმედების გამო, ფიზიოტენზის დოზირება ინდივიდუალურად განგისაზღვროთ.

ფიზიოტენზის ინსტრუქცია გვეუბნება, რომ პრეპარატი პერორალური მიღებისაა. ეს ნიშნავს, რომ ტაბლეტები წყლის საშუალებით უნდა გადავყლაპოთ. როგორც წესი, ექიმები გვირჩევენ, ტაბლეტი არ ჩავღეჭოთ.

ვისთვის არ შეიძლება ფიზიოტენზის მიღება?

ფიზიოტენზით მკურნალობა, პირველ რიგში, არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში. ეს მედიკამენტი  16 წელს მიუღწეველ პაციენტებში არ ინიშნება. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს არანაირი სახის კლინიკური მონაცემი, თუ რა გავლენა აქვს ამ საკმაოდ ძლიერ მედიკამენტს მოზარდისა და ბავშვის ორგანიზმზე – ამიტომაც, მისი გამოყენება ამ ასაკობრივ კატეგორიაში რეკომენდებული არ არის.

ექიმები ასევე არ გასცემენ რეკომენდაციას, რომ მაღალი წნევის საწინააღმდეგოდ ფიზიოტენზი მიიღონ ორსულებმა. ამ შემთხვევაშიც არ არსებობს კლინიკური კვლევები, რაც მეცნიერებს რაიმე დასკვნის საშუალებას მისცემდა. ამიტომაც მედიკოსები ზოგადი გაიდლაინით სარგებლობენ – კვლევების არარსებობის პირობებში კონკრეტული ჯგუფის პაციენტმა მედიკამენტი არ უნდა მიიღოს.

თუკი მდგომარეობა მძიმეა და დედისთვის მოტანილი სარგებელი აღემატება იმ რისკებს, რის წინაშეც ნაყოფი დგება, შეიძლება, ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება წამლის დანიშვნის შესახებ. თუმცა, ამ პროცესში ექიმის ჩართულობა აუცილებელია.

მედიკამენტის აქტიური მოქმედი ნივთიერება მოქსონიდინი აღწევს დედის რძეშიც, ამიტომაც ლაქტაციის პერიოდში ფიზიოტენზის მიღება წყდება.

აუცილებელია მკურნალმა ექიმმა აკონტროლოს, თუ რა რეაქცია აქვს ორგანიზმს ფიზიოტენზით მკურნალობაზე. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მედიკამენტმა იმოქმედოს ავტომობილის მართვის უნარზე – ამიტომაც ინდივიდუალურ დონეზე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დროებით ავტოტრანსპორტის მართვაზე უარის თქმა.

Post navigation

Previous: ბათუმში, სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
Next: Gamma Knife -თავის ტვინის ქირურგია განაკვეთის გარეშე „ავერსის კლინიკაში“

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_0387
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

აჭარა თაიმსი ივნისი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

ბსუ-ს საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN ფარგლებში, ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია ჩატარდა

აჭარა თაიმსი ივნისი 8, 2026
IMG_7939
  • რეკლამა

GIPA-ს სტუდენტების სასწავლო ვიზიტი შუახევის ჰესების კასკადზე

აჭარა თაიმსი ივნისი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ივნისი 15, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ივნისი 15, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.