Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

აჭარა თაიმსი ივნისი 11, 2026
gia chkonia_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბათუმში 2024-2026 წლებში გზების რეაბილიტაციის რამდენიმე მსხვილ ტენდერში კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვის ნიშნები იკვეთება, რის შედეგადაც მრავალმილიონიანი სახელმწიფო შესყიდვები კომპანიების შეზღუდულ წრეს შორის ნაწილდებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, საუბარია ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად პირობად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტ კომპანიას ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში უნდა ჰქონოდა ასფალტის ქარხანა ან ასეთი ქარხნიდან მიწოდების შეთანხმება.

კვლევის ავტორების შეფასებით, აღნიშნულმა მოთხოვნამ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეამცირა და ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის მექანიზმად იქცა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის შედეგად შპს „გზამ“ ბათუმში საგზაო სამუშაოების შესრულების მიზნით 29.2 მილიონი ლარის ხელშეკრულება მიიღო. კვლევაში აღნიშნულია, რომ კომპანია ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, შპს „გზის“ 100%-იანი წილის მფლობელი მოქმედი პარლამენტარი გიორგი ჭყონიაა. ამავე კვლევის მიხედვით, კომპანიას მთლიანობაში 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული.

ორგანიზაციის შეფასებით, 2024-2026 წლებში ბათუმში მსგავსი პირობებით გამოცხადებული სულ ხუთი მსხვილი ტენდერი გამოვლინდა, რომელთა საერთო ღირებულება 70 მილიონ ლარს აღემატება. კვლევის მიხედვით, ამ ტენდერებში მხოლოდ სამი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულებიც მონაცვლეობით ნაწილდებოდნენ.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური შემოწირულობებისა და ტენდერების ქრონოლოგიურ თანხვედრაზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, 29-მილიონიან ხელშეკრულებამდე რამდენიმე დღით ადრე შპს „გზასთან“ დაკავშირებულმა პირებმა მმართველ პარტიას ჯამში 120 ათასი ლარი შესწირეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები თავისთავად დანაშაულის პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, თუმცა ინტერესთა კონფლიქტისა და შესაძლო სისტემური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებებით შესაბამისი საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ და უზრუნველყონ ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება.

დაკავშირებული თემები ⇓

ვინ არის “ოცნების” დელეგატად მივლენილი გიორგი ჭყონია – ბიზნესმენი, კომფორტულად ორ ხელისუფლებასთან – აი ფაქტი

იუსტიციის სამინისტრომ ფართი „ოცნების” შემწირველი გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა

რა სარგებელს ნახულობ, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი ხარ – გიორგი ჭყონიას მაგალითი

„ოცნების“ დელეგატები აჭარიდან – რა ვიცით კანდიდატებზე

 

Post navigation

Previous: აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში

სექტემბერი 10, 2026
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სექტემბერი 10, 2026
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა investicia,saqstati,statistika,fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

სექტემბერი 10, 2026
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

სექტემბერი 9, 2026
ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 2
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში

სექტემბერი 10, 2026
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა sarfis axaligza_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სექტემბერი 10, 2026
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა investicia,saqstati,statistika,fuli_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

სექტემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.