Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

ოპოზიციური პარტიები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

აჭარა თაიმსი იანვარი 28, 2025
_AJARATIMES.GE

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების – „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი.

ინფორმაციისთვის: მზია ამაღლობელი 17 დღეა შიმშილობს.

„აჭარაში მედიის თავისუფლება მძიმე მდგომარეობაშია. ბოლო წლებში აშკარად გამოჩნდა, როგორ იზრდება ხელისუფლების გავლენა რეგიონულ მედიაზე. ვიხილეთ, როგორ მოხდა დირექტორებისა და ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება აჭარის ტელევიზიიდან, „ტვ 25“-ის დახურვა და ახლა მიმდინარეობს შეტევა „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“. მზია ამაღლობელის დაკავება ამ პროცესის გაგრძელებაა,“ – განაცხადეს პარტიებმა.

ოპოზიციური ლიდერების თქმით, მზია ამაღლობელის დაკავებისას მას პოლიციის ხელმძღვანელმა ირაკლი დგებუაძემ შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელი პირები არ დასჯილან.

პარტიებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედიას მოუწოდეს, რეაგირება მოახდინონ ქვეყანაში მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე და სანქციები დაუწესონ იმ პირებს, ვინც მედიაზე ზეწოლაში მონაწილეობენ.

„ჩვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს დაცული. ასევე, საჭიროა სათანადო შეფასება მიეცეს აჭარაში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მედიაგარემოს მძიმე მდგომარეობას,“ – აღნიშნეს ბრიფინგზე.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/595204953434476/

Post navigation

Previous: თემურ ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან, რუსეთის 10 ათასზე მეტი მოქალაქე კი მოქალაქეობას იღებს – ენმ
Next: დეკანი და სამი სტუდენტი გათავისუფლდნენ, ერთი კი პატიმრობაში დარჩა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აჭარა თაიმსი აპრილი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი აპრილი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასახლება ბათუმში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გარეშე, ქვეწარმავლები და მღრნელები – მოსახლეობა შველას ითხოვს

სულხან მესხიძე აპრილი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026
ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა police_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

აპრილი 9, 2026
ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.