Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

სულხან მესხიძე აპრილი 28, 2026
sabavshvo bagi_AJARATIMES.GE

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომლებს სამუშაო საათებში მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალათ. აღნიშნულის შესახებ „აჭარა თაიმსს“ ბაღების თანამშრომლები ანონიმურად აწვდიან ინფორმაციას.

მათი თქმით, ყოველდღიურად, სამუშაო პროცესის დაწყებამდე, მობილური ტელეფონებს ერთიანად ართმევენ და ინახება ადმინისტრაციაში, კონკრეტულად კი გამგის კაბინეტში, სააღმზრდელო პროცესის დასრულებამდე.

პედაგოგები და სპეციალისტები გვიყვებიან, რომ თავად სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ტელეფონით ისედაც არ სარგებლობდნენ, თუმცა მშობლებთან ურთიერთობისა და გადაუდებელი შემთხვევებისთვის მათ საკომუნიკაციო საშუალება სჭირდებათ.

ერთ-ერთი პედაგოგი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს:

„ყოველ დილით გვართმევენ ტელეფონებს. სამუშაო დღის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაკავშირებასაც ვერ ვახერხებთ. ხშირად მშობლები გვიკავშირდებიან ბავშვის მდგომარეობის გასარკვევად, ახლა კი ეს შესაძლებლობა აღარ გვაქვს. თუ მოულოდნელად ბავშვს რაიმე შეემთხვევა, ტელეფონისთვის ქვედა სართულზე უნდა ჩავიდე, ამ დროს კი შეიძლება ჯგუფში შემცვლელი არ მყავდეს,“ – აცხადებს პედაგოგი.

თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ არსებული პრაქტიკა გარკვეულ რისკებსაც ქმნის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სწრაფი რეაგირება ან მშობლებთან ოპერატიული კომუნიკაცია.

ფაქტს ადასტურებენ ქობულეთის მერიაში. მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალი დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქნა მიღებული.

დაკავშირებული თემები🔻

მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

„რომელი მშობელი ამბობს ამას, მობრძანდეს და დაგვიპირისპირდეს“ – ქობულეთის ბაღებში თანხის შეგროვების შესაძლო ფაქტს უარყოფენ

 

Post navigation

Previous: ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა
Next: „ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2026
marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

აჭარა თაიმსი სექტემბერი 16, 2026
marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.