Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„რომელი მშობელი ამბობს ამას, მობრძანდეს და დაგვიპირისპირდეს“ – ქობულეთის ბაღებში თანხის შეგროვების შესაძლო ფაქტს უარყოფენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2024
sabavshvo bagi_AJARATIMES.GE

ქობულეთის საჯარო, საბავშვო ბაღებში სათამაშოების შეძენას მშობლებს სთხოვენ, რის გამოც ისინი ფული გროვდება, ამის შესახებ ინფორმაცია მშობლებმა ანონიმურობის დაცვით მოგვაწოდეს. მათი თქმით, პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხრიდან პირდაპირი დავალება გაიცა და 50 ლარის ფარგლებში თანხას თითოეულ ბაღში, ერთი მშობელი აგროვებს.

ინფორმაციის დაზუსტებით მიზნით „აჭარა თაიმსი“ რამდენიმე საბავშვო ბაღის გამგეს დაუკავშირდა. ისინი თანხის შეგროვების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მშობლებს ძველი სათამაშოების მიტანას მართლაც სთხოვენ, რადგან დაწესებულებას საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია.

ირკვევა, რომ ქობულეთის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანებას სკოლამდელი დაწესებულებებისთვის სათამაშოები ბოლო რამდენიმე წელია არ შეუძენია, ამის მიზეზად გამგეები ბიუჯეტის სიმწირეს ასახელებენ.

„ფულთან რომაა დაკავშირებული ისეთი სათამაშოს მოტანას არ ვეუბნებით. მეორეული სათამაშო, რომელიც არ სჭირდება მშობელს მოაქვს. ფულის აკრეფა მათი ინიციატივაა და ჩვენ მაგ საკითხში არ ვერევით. სათამაშოები რამდენიმე წელია არ შეგვიძენია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს. თუ ვინმე სპონსორობას გამიწევს მადლობელი დავრჩები. ჩვენი მეთოდიკა მშობელთა ჩართულობაზეა დაფუძნებული, რაც იმას გულისხმობს რომ მშობლები დავალების გარეშე, თავისი ნებით, ხედავენ საჭიროებებს. მეორეული მასალა უფრო მოაქვთ, ვიდრე ახალი და ძვირადღირებული. გაერთიანებას ვთხოვეთ ახალი სათამაშოების შეძენა, მაგრამ არაა საკმარისი ბიუჯეტი, ჩვენ გვესმის მათი,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქობულეთის მეოთხე საბავშვო ბაღის გამგემ, ციური ჯინჭარაძემ.

საბავშვო ბაღში თანხის შეგროვების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს პირველი საბავშვო ბაღის გამგეც. გიუზელ ნიჟარაძემ „აჭარა თაიმს“ იმ მშობლების ვინაობის გამხელა მოსთხოვა, ვინც  აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა.

„მართლა მოსთხოვეს მშობლებს თანხა? არ ვიცოდი ნამდვილად. აბა დამისახელეთ ჯგუფი და მშობლები ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ. აუცილებლად გავარკვევ ამ ყველაფერს. შეიძლება ყველაფერი საკმარისი არაა და მშობელმა მისი ინიციატივით მოიტანოს რამე, თორემ ჩვენგან მითითება არ ხდება. თუ ჩემს გარეშე რამეს აკეთებენ აუცილებლად მოვიკითხავ. არამგონია ჩემზე უკეთ თქვენ გაარკვიოთ ამბავი, ამიტომ მშობლელი მოვიდეს ჩემთან და მომაწოდოს ინფორმაცია,“ – განაცხადა პირველი საბავშვო ბაღის გამგემ, გიუზელ ნიჟარაძემ ჩვენთან საუბრისას.

„რომელი მშობელი ამბობს ამას, მობრძანდეს და დაგვიპირისპირდეს“ – ინფორმაციის წყაროს დასახელება მოგვთხოვეს ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღშიც.

„ჩვენ ეს არასოდეს გაგვიკეთებია, ძირითადად მხოლოდ მეორეულ სათამაშოებს ვითხოვთ. მე მჯერა ჩემი მასწავლებლების, ისინი მშობლებს არაფერს მოსთხოვენ. რომელი მშობელი ამბობს ამას? მობრძანდეს და დაგვიპირისპირდეს. ახალი სათამაშოები გაერთიანებას იშვიათად მოაქვს, მაგრამ იმ რაოდენობის არაა, რომ ყველასთვის საკმარისი იყოს. ვეუბნებით და მათაც იციან, მაგრამ რა საშუალებაცაა იმის მიხედვით არის. ბაღების გაერთიანება ძალიან ზრუნავს ჩვენზე, პრეტენზია არ გაგვაჩნია,“ – თქვა ჩვენთან საუბრისას მეორე ბაღის გამგემ, გუგული ართმელაძემ.

რატომ არ ყიდულობს ქობულეთის ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებისთვის სათამაშოებს და რატომ სთხოვენ მშობლებს თანხის შეგროვებას – „აჭარა თაიმსი“ კითხვებით ქობულეთის მერიას დაუკავშირდა. საკითხზე უწყებაში წერილობითი განმარტება გაკეთდა.

“ბაღების მხრიდან, თანხის აკრეფის ფაქტს, შემდგომში სათამაშოების ყიდვის მიზნით მერია კატეგორიულად გამორიცხავს. მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ქობულეთის მერიის მხრიდან ბოლო წლებში საბავშვო ბაღების მოწესრიგება/კეთილმოწყობა აქტიურად ხორციელდება. მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე მოხდება გათვალისწინება და აღსაზრდელებისთვის სათამაშოების შეძენა,” – განმარტეს ქობულეთის მერიაში.

Post navigation

Previous: პრეზიდენტმა 12 პატიმარი შეიწყალა
Next: კოალიცია „ცვლილებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 6, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.