Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ ინფორმაციით, შპს „ისურვეს“ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელება დაუდგინა. გადაწყვეტილება 78 მომხმარებლის განცხადების საფუძველზე მიიღეს.

საქმის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანია სისტემატურად არღვევდა შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების ვადებს. ასევე, მომხმარებლები მიუთითებდნენ, რომ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება მნიშვნელოვნად იგვიანებდა. დარღვევები გამოვლინდა იმ შემთხვევებშიც, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები მიწოდების ნაწილში არ სრულდებოდა.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა წარმოადგენს შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას, რაც არღვევს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და აზიანებს მომხმარებელთა ინტერესებს. გადაწყვეტილების თანახმად, შეკვეთის გაუქმების შემდეგ მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების მაქსიმალური ვადა 14 კალენდარული დღით განისაზღვრა. ამ ვადის გადაცილება არაგონივრულად ჩაითვლება.

სააგენტომ კომპანიას დაავალა, ერთთვიან ვადაში აღმოფხვრას დარღვევები, სრულად აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, კომპანიას დაეკისრება ჯარიმა, რომელიც შეიძლება წინა წლის ბრუნვის 2%-მდე იყოს. დარღვევის განმეორება კი 12 თვის განმავლობაში ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

Post navigation

Previous: ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ
Next: გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 6, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.