Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

პირდაპირი ეთერის მოთხოვნით აჭარის მაუწყებელთან მორიგი აქცია გაიმართა

admin 14/01/2025
ajaris televizia_AJARATIMES.GE

14 იანვარს აჭარის ტელევიზიასთან მორიგი აქცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ტელევიზიამ უნდა გაშუქოს მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის მზია ამაღლობელის დაკავება და პატიმრობა.

ეთერის გამო, თავდაპირველად ტელევიზიის შენობაში ეთერ თურაძე, ონლაინ მედია „ბათუმელების“ დამფუძნებელი შევიდა, სადაც სტუდია მზადდებოდა საეთეროდ. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, სტუდიაში პოლიციელები შევიდნენ და იგი და წამყვანი სივრციდან ძალდატანებით გამოიყვანეს. ამის შემდეგ არხმა პირდაპირ ეთერში გასვლა ვერ შეძლო.

“ველოდებოდი სტუდიაში. შემოვიდა წამყვანი, გაიკეთა მიკროფონი, მოიტანეს სკამები, წყლის ჭიქები, ჩართეს სტუდია, ამასობაში შემოცვივდნენ პოლიციელები და ძალის გამოყენებით გამომიყვანეს… ჩემი აჭარის ტელევიზიიდან გამოძევება უზრუნველყვეს შსს-ს ფორმიანმა თანამშრომლებმა. შესასვლელში არიან ნიღბიანი პირები, რომლების აპირებდნენ ჩემთვის მოეკიდებინათ ხელი. არანიღბიანმა პირებმა გამომაძევეს ეთერიდან. გილოცავთ, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებო, თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი,” – განაცხადა ეთერ თურაძემ ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციაზე.

მოგვიანებით, ტელევიზიამ შეძლო ეთერში გასვლა და ჟურნალისტები მიიწვიეს პირდაპირ ეთერში. აღნიშნულ ეთერში სამმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელის საქმეზე ისაუბრეს. მათ ტელევიზია ტენდენციურობასა და მიკერძოებაში დაადანაშაულეს, რაც მათივე შეფასებით, არხის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფუნქციაა. ეთერ თურაძემ განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია აქტიურად “აშავებს” ადამიანებს და მას არ ენდონ.

აქციის მონაწილეები განაცხადეს, რომ ტელევიზიამ შეწყვიტოს პოლიტიკური ნარატივის გამოყენება და უფრო აქტიურად და პროფესიულად გააშუქოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებს.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/587002947622592/

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა
Next: გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qobuletis meria_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს

სულხან მესხიძე 08/11/2025
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს

სულხან მესხიძე 29/10/2025
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

admin 27/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

იარაღის უკანონოდ ფლობის ფაქტებზე 13 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

იარაღის უკანონოდ ფლობის ფაქტებზე 13 პირი დააკავეს

10/11/2025
დასრულდა აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში

10/11/2025
„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს qobuletis meria_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს

08/11/2025
ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

08/11/2025
„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო

08/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
იარაღის უკანონოდ ფლობის ფაქტებზე 13 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

იარაღის უკანონოდ ფლობის ფაქტებზე 13 პირი დააკავეს

10/11/2025
დასრულდა აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

დასრულდა აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში

10/11/2025
„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს qobuletis meria_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს

08/11/2025
ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

08/11/2025
„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო

08/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.