Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლე დატოვა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 29, 2024
salome zurabishvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 29 დეკემბერს, ორბელიანების სასახლე დატოვა და ხალხს შეუერთდა. სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან საუბრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა: “მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათია”.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აპირებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებთან, საჯარო მოხელეებთან, ახალ პოლიტიკურ ძალებთან და რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 31 დეკემბერს რუსთაველზე მოქალაქეებთან ერთად შეხვდება ახალ წელს.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მისი მიზანია იმუშაოს იმ პირობებზე, რომლითაც ახალი არჩევნები ჩატარდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ლეგიტიმურობა და გამჭვირვალობა. მან აღნიშნა, რომ საჭიროა მედიასა და საჯარო მოხელეების დაცვა, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

„მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან – ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, გვქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა გადავატანინოთ უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ერთად და უნდა ვიფიქროთ ამ გზებზე.

შევხვდები საჯარო მოხელეებს, რათა მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა. ისინი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი. ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს დღეები თუ კვირები, შეიძლება, რამდენიმე თვე და გავატარებინოთ მათ ისე, რომ მათი ოჯახებიც იყვნენ დაცულნი.

შევხვდები ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში, რომლებიც გვაძლევენ ამ უზარმაზარ იმედს მომავლის და რომლებმაც შექმნეს ეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა გაძლიერდეთ იმიტომ, რომ ნამდვილად ის თაობა ხართ, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და რომელიც ხვალ თავისუფალი საქართველოს სათავეში იქნება.

გავალ რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას. გავალ და იქაც ვიქნები თქვენთან ერთად. წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. უკვე მაქვს ოფიციალური ვიზიტების არა ერთი შეთავაზება, რომელსაც თქვენი სახელით გავაგრძელებ იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება თქვენი ხვალინდელი გამარჯვება.

მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები, ენერგა გვაქვს ძალიან დიდი იმიტომ, რომ სიყვარულის, მშვიდობისა და მომავლის ენერგია. 31 დეკემბერს, რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში მისი პრეზიდენტის ინაუგურაცია გამართა

Post navigation

Previous: სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში მისი პრეზიდენტის ინაუგურაცია გამართა
Next: რა უნდა ვიცოდეთ ვამელანის მიღებამდე — ფიტოპრეპარატის გვერდითი მოვლენები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.