გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ბათუმში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: პუშკინის, ფალავანდიშვილის, სულაბერიძისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ფერიისა და ურეხის დასახლებების ნაწილს.
ქობულეთში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ ბობოყვათსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ხელვაჩაურში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შარაბიძეებისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.
ქედაში – 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: წონიარისს, აბუქეთას, ტიბეთასა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში – 11:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ღორჯომს, ჭახაურს, ქედლებს, დეკანაშვილებსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
®



