ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, თუმცა უშუალოდ მისი დასკვნითი სიტყვა 4 აგვისტოს, 13:00 საათზე იქნება. ამაღლობელმა თავად მოითხოვა დასკვნითი სიტყვის გადადება.
„სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა,“ – განაცხადა ამაღლობელმა.
სხდომის მსვლელობისას მან პროკურორს ერთ კითხვა დაუსვა, რომელიც ეხებოდა მოწმის – დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას – საქმიდან ამოღებას და მის მიერ შეტანილი პატაკის ბადს. ამაღლობელმა აღნიშნა, რომ გამოძიებას მისი ტელეფონი კვლავ აქვს და სურს იცოდეს, რა დადგინდა.
„მართლა მაინტერესებს, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, გაიგეთ თუ არა, სადაა გლობალური ომის პარტია, რომელზეც კობახიძე საუბრობს… ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის,“ – თქვა მან.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა როგორც დაცვის მხარის ადვოკატებს, ისე პროკურატურის რეპლიკებს. თითქმის ათ საათიანი სასამართლო განხილვის პარალელურად გარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია.



