Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს” – პედაგოგების აქცია ბათუმში

სულხან მესხიძე დეკემბერი 13, 2024
evro200_AJARATIMES.GE

ბათუმში, სკოლა “ევრო 2000”-ის პედაგოგებმა საპროტესტო აქცია გამართეს და რეჟიმის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მასწავლებლებმა გორგილაძის ქუჩა ერთი საათით გადაკეტეს, გაშალეს საპროტესტო ბანერი და მოსაზრებები დააფიქსირეს.

მათი შეფასებით, ქვეყანაში დღეს არსებული ვითარების ახსნა რთულია და ხელისუფლებას მართებს ვალდებულება აიღოს პასუხმსგებლობა. ისინი უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასა და დამნაშავე პოლიციელების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

„500- მდე ადამიანი არის დაკავებული, 300- ზე მეტი კი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, არ შეიძლება სკოლაში ერთი რამ ისწავლებოდეს და ქვეყანაში სხვა რამ ხდებოდეს,” – განაცხადეს შეკრებილებმა.

პედაგოგები ასევე, ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც ითხოვენ. მიაჩნიათ, რომ ის შედეგები, რაც ცესკომ გამოაცხადა საზოგადოების ნებას არ ასახავს.

“გამოვუცხადეთ სოლიდარობა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ორი კვირაა რუსთაველზე არიან. არცერთი უფლებამოსილი პირი არ გამოვიდა და არ მოუსმინა მათ, გაიაზრონ რა გვინდა! არ გვინდა არჩევნების წართმევის შედეგად მოსული მთავრობა, არც მათ მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვწყვეტთ ყოველგვარ მუშაობას ევროკავშირთან. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენი გზა არის ევროპისაკენ. ამ დასისხლიანებულ ადამიანებს დღევანდელ ე.წ მთავრობას არავინ აპატიებს! საერთოდ გადაუსვეს ხელი განათლების აუცილებლობას ჩვენს ქვეყანაში, არადა, განათლების გარეშე ვართ იქ, სადაც ვართ. მეამაყება ის ბავშვები, რომლებიც ღამეები დგანან ბათუმში, თბილისში – ისინი ჩვენი მოსწავლეები არიან. მე არ ვიცი ვისი გაზრდილია კობახიძე და ყაველაშვილი… რა უფლებით და კომპეტენციის საფუძველზე იღებს ეს ადამიანი თავის თავზე პასუხისმგებლობას გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. შეთავაზება შეიძლება იყოს, მაგრამ ადამიანს უნდა გქონდეს, განცდა რა შეგიძლია, რისი უფლება გაქვს პირადად. მათ შორის ყაველაშვილს მოვუწოდებ, ოფიციალურად უარი განაცხადოს იმ სამარცხვინო წარდგენაზე, რაც მოუწყო დღევანდელმა ე.წ მთავრობამ”, – აცხადებს პედაგოგი ინგა ბაგრატიონი ჩვენთან საუბრისას.

საპროტესტო აქციას შეუერთდა პედაგოგი სულხან ოქროპირიძეც, რომელიც “ქართული ოცნებისა” და ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. მისი შეფასებით, ყოფილი თანაგუნდელების ქმედებები ანტი ევროპულია.

“ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს თუ რა ვითარებაში ვართ. ცალსახად ვხედავთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება არის აშკარად ანტი ევროპული, რაც რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ორი საუკუნეა ჩვენი წინაპრები იბრძვიან ამ სივრცისგან გამოსაყოფად და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ვდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ ყველა, ცივილიზებული სამყარო ყოველდღიურად წყვეტს საქართველოსთან ურთიერთობას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ბელარუსიზაციასთან და ჩვენ აღმოვჩნდებით იზოლირებული,” – თქვა ჩვენთან საუბრისას “ქართული ოცნებისა” და ქობულეთის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ. 

აქვე დაგაინტერესებთ ⇓
  • ფოტორეპორტაჟი აქციიდან
  • პირდაპირი ეთერის ჩანაწერი

Post navigation

Previous: აშშ “ქართული ოცნების” მინისტრებსა და პარლამენტარებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
Next: საყოველთაო პროტესტს ბათუმელი მეზღვაურებიც უერთდებიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.