აჭარის არალეგიტიმურ მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა — თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე.
მთავრობის აპარატის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის არალეგიტიმური მინისტრის თანამდებობაზე ედნარ ნატარიძე დაინიშნა, რომელიც 2018 წლიდან ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
სოფლის მეურნეობის არალაგიტიმური მინისტრის პოზიცია დენის სალუქვაძემ დაიკავა. მას გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
„ქართული ოცნების“ შიდა უკმაყოფილება: დეპუტატმა თანაგუნდელი დაპირების შეუსრულებლობაში ამხილა



