
უსახლკაროების თქმით, ღამეს აჭარის მთავრობის სახლთან გაათენებენ. ისინი ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ.
ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა და მათი პრობლემების გაცნობა სურთ.
ინფორმაციისთვის: არჩევნებამდე ათეულობით უსახლკარომ სხვადასხვა სახელმწიფოს კუთვნილი შენობა თვითნებურად დაიკავა. ისინი უფუნქციო შენობებში ამ დრომდე რჩებიან.