Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

“ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა საკუთარი ლეგიტიმაცია ცნო

აჭარა თაიმსი ნოემბერი 25, 2024
_AJARATIMES.GE

88 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – მწვავე პროსტესტის ფონზე, “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა საკუთარი ლეგიტიმაცია ცნო.

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები, მათივე მინისტრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.

დროებითმა სამანდატო კომისიამ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, მათ შორის, ბარიერგადალახული ოპოზიციონერების, რომლებიც კენჭისყრის გაყალბებულ შედეგებს ქუჩიდან აპროტესტებენ.

არაკონსტიტუციური პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დაამტკიცეს. მისი მოადგილეები კი გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი იქნებიან.

“პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული საქართველოს ინტერესების შესაბამისად“, – თქვა პაპუაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა ისიც, რომ საპარლამენტო კომიტეტები 11 წევრით იქნება წარმოდგენილი, საიდანაც შვიდი წევრი უმრავლესობას ეყოლება, ოთხი კი ოპოზიციას.

ეს უკანასკნელნი კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ამ ეტაპზე პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

სხდომის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას კვერცხები ესროლეს. ამ ფორმით, შეკრებილებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.

ისინი საყვირებითა და სხვადასხვა შეძახილებით, პარლამენტში მყოფი დეპუტატებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ.

ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

დღევანდელ სხდომას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს საქართველოში „შავი ორშაბათია“.

„შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“, – წერს პრეზიდენტი.

Post navigation

Previous: გააუქმე გაყალბებული არჩევნები – აქცია ბათუმში
Next: აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო შეიკრიბა – ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა თანამდებობები გადაინაწილეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.