ცოტა ხნის წინ მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ციხისძირში მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.