Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დააკავეს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 9, 2024
xelovnebis universiteti_AJARATIMES.GE

პოლიციამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი დააკავა. მათ შსს ჯგუფურ ძალადობას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავება დეკანის აქტიურობასა და გაფიცვას უკავშირდება. კერძოდ, ის სტუდენტების საპროტესტო აქციებსა და აქტივობებს მხარს უჭერს.

“რატომ და ვის გამო დააკავეს, მამუკა ჯორბენაძე?! ხელოვნების უნივერსიტეტის, მეტყველების ლექტორი თეა ცაგურია სტუდენტებს პარტიულ, ოცნების პროპაგანდა – აგიტაციას უტარებდა და მამუკა ჯორბენაძე ახსენა. მამუკა შეედავა, უნივერსიტეტში აგიტაციის ჩატარების ადგილი არ არისო და მის სახელს რატომ იყენებდა, სტუდენტების წინაშე! შეკამათების დროს, თეა ცაგურია დაემუქრა და ქმარს დაურეკა, რომელიც საჯარო მოხელეა და ბათუმის მერიაში მუშაობს! ქმარი – ირაკლი დევაძემ არ დააყოვნა და მეგობართან ერთად უნივერსიტეტში შეიჭრა! დერეფანში მამუკა ჯორბენაძე კუთხეში მიიწყვდიეს და სასტიკად სცემეს! ჩხუბში სტუდენტები ჩაერთნენ და მათგან სამი, ჯორბენაძესთან ერთად დააკავეს! წარმოგიდგენიათ?! ადამიანს მიუვარდნენ, სცემეს და პოლიციამ, ნაცემი დააკავა! ესეც თქვენი პოლიცია გმირია,” – წერს სოციალურ ქსელში თამუნა თაბუკაშვილი, რომელიც ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთვრებულია.

შსს ცნობით, დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს,” – წერია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Post navigation

Previous: PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
Next: ხელვაჩაურში დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აპრილი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 29, 2026
გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

აპრილი 29, 2026
„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აპრილი 29, 2026
ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

აპრილი 28, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აპრილი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 29, 2026
გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

აპრილი 29, 2026
„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აპრილი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.