Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ადგილობრივმა ტურისტებმა 366 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს

admin 14/12/2023
turisti_ajaratimes.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 405.0 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 766.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 822.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების 35.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.3 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, 43.7 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 368.7 ათასი ვიზიტი თვეში და თბილისში – საშუალოდ 364.3 ათასი ვიზიტი თვეში.

2023 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 366.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 5.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 11.9 პროცენტით და 207.3 ლარს გაუტოლდა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დღეს ევროპული საბჭოს სამიტი იწყება – ევროკავშირი საქართველოს კანდიდატურას განიხილავს
Next: გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და გაუჩინარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს

admin 21/10/2025
xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

admin 20/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

admin 20/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

21/10/2025
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED

21/10/2025
„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს

21/10/2025
ხანძარი ბათუმში xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/10/2025
გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის giorgi gaxaria_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

21/10/2025
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED

21/10/2025
„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს umaglesi sabcho_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს

21/10/2025
ხანძარი ბათუმში xandzari_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.