Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

აიკრძალოს პიროტექნიკა – 25 683 მოქალაქის მიმართვა სახელმწიფოს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 16, 2023
poroteknika_ajaratimes.ge

აიკრძალოს პიროტექნიკა – მოსახლეობა სახელმწიფო უწყებებს თხოვნით მიმართავს. ონლაინ შექმნილ პეტიციას 25 683-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

ხელმომწერების ადრესატი საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

როგორც პეტიციაში ვკითხულობთ, საქართველოში დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო და დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოდის, რაც მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვნების დაზიანებას იწვევეს.

“საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება ფაქტობრივად არ კონტროლდება. საგანგაშოა, რომ ქვეყანაში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები,” – წერია განცხადებაში.

პეტიციაში ადამიანის ჯანმრთელობის გარდა, ყურადღება გამახვილებულია მიუსაფარი ცხოველების უსაფრთხოებაზე. 25 683 მოქალაქე სახელმწიფოსგან პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვის მკაცრ რეგულირებას მოითხოვს.

“ვთხოვთ და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ის უდიდესი ზიანი, რომელსაც ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს აყენებს პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენება და უმოკლეს ვადებში დაიწყოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/305/10) კანონპროექტების განხილვა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც გარდაუვალია საახალწლო პერიოდში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2023 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტში ინიცირებლ იქნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცეოდა. თუმცა, პროექტი ჯერაც არ არის განხილული პარლამენტის მიერ.

Post navigation

Previous: სკოლის მოსწავლემ ფანჯრიდან გადახტომა სცადა – შემთხვევა ქობულეთში
Next: რომელ სფეროშია ყველაზე მაღალი ხელფასები – საქსტატი ახალ კვლევას აქვეყნებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026
qobuletis shemovliti gza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ქობულეთის შემოვლით გზაზე

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
usinatlota kavshiri_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორ ჩაიარა უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის არჩევნებმა

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.