Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • მოსაზრება

ამერიკასა და ევროპის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ვადები

აჭარა თაიმსი აპრილი 10, 2024
natia.sirabidze_AJARATIMES.GE

საზღვარგარეთ სწავლა აქტუალურია, თუმცა ყოველთვის რჩება სკეპტიციზმი, ვაითუ ვერ ჩავაბარო, ვაითუ ვერ მივიღო დაფინანსება, ვაითუ ვიზა ვერ ავიღო და ა.შ. ამიტომაც გთავაზობთ დროის სწორად გადანაწილების სტრუქტურას, რაც გამოგადგებათ სამომავლოდ საზღვარგარეთ ბაკალავრიატის დაგეგმაში.

საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვა სასურველია დავიწყოთ სულ მცირე მე-11 კლასში, ვინაიდან ინგლისური ენის გარდა, სასურველია ჩავაბაროთ SAT ტესტი, რომელიც ძირითადად ინგლისურ ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილს მოითხოვს, ასევე, წინასწარ უნდა დავაგროვოთ დაახლოებით 10 აქტივობა, რომელზეც ჩვენს სამოტივაციო წერილში ვისაუბრებთ და აპლიკაციაში მივუთითებთ.

პირველი განაცხადი უმოჯესია ამერიკულ უნივერსიტეტში გავაგზავნოთ. ყოველი წლის პირველ ნოემბერს არის ბოლო ვადა ე.წ. ადრეული გადაწყვეტილების (Early Decision) აპლიკაციის გაგზავნისთვის. რას გულისხმობს ეს? ეს ნიშნავს, რომ ვარჩევთ ჩვენთვის საოცნებო და ადრეული გადაწყვეტილებით ვეუბნებით, რომ უპირატესი ეს უნივერსიტეტია და თუ მიგვიღეს, იქ სწავლაზე უარს ვეღარ ვიტყვით.

ადრეული გადაწყვეტილების პასუხი ხშირად დეკემბრის შუა რიცხვებში მოდის, სანამ სხვა უნივერსიტეტებში გადავაგზავნით. თუ არ მიგვიღეს, თავისუფლად შეგიძლიათ გადააგზავნოთ კიდევ 19 ამერიკულ უნივერსიტეტში, როგორც რეგულარული გადაწყვეტილება (regular decision). უნივერსიტეტების შერჩევა რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ, ამის შესახებ შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.

ამერიკულ უნივერსიტეტებში განაცხადებს ვაგზავნით 15 დეკემბრიდან, 15 იანვრის ჩათვლით, შემდეგ უკვე იშვიათად აქვთ მიღება. პასუხებს კი შემდეგი წლის მარტ-აპრილში მივიღებთ.

ამ დროისათვის, ვინაიდან საერთო აპლიკაცია არ აქვთ ევროპის უნივერსიტეტებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იქაც დავაგზავნოთ. ან კიდევ დაველოდოთ ამერიკული უნივერსიტეტების პასუხებს და 15 აპრილამდე გადავაგზავნოთ ევროპულ უნივერსიტეტებში.

ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების საბოლოო პასუხები აუცილებლად გვექნება პირველ მაისამდე. თუ არც ერთი მათგანი არ მოგვწონს ან ჩვენთვის მისაღები პირობები არ არის, ამ შემთხვევაში დრო გრჩებათ გადახედოთ საქართველოს ეროვნულ გამოცდებს და აბაროთ.

თუ თქვენ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებზე ხართ ორიენტირებულები, აპრიორ ნიშნავს, რომ მახსოვრობის და აზროვნების კარგი უნარებით გამოირჩევით, რაც ეროვნულ გამოცდებში უპირატესია და ზღვარის გადალახვას ყველა საგანში შეძლებთ. ამ სტრუქტურით, თქვენ შეძლებთ ყველა შანსის გამოყენებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

ავტორი: ნათია სირაბიძე, მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი.


მასალა გამოქვეყნებულია მოსაზრებების კატეგორიაში, შესაბამისად მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი ავტორია. 

 

Post navigation

Previous: ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასი პირი დარეგისტრირდა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
Next: 26 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2025
temur gogitidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

მამოგრაფიას რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა?

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2024

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში დაიკეტა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 23, 2026
ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე policia_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

სექტემბერი 23, 2026
რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში დაიკეტა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 23, 2026
ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე policia_AJARATIMES.GE 5
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

სექტემბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.