Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს – მესამე სექტორი

აჭარა თაიმსი აპრილი 8, 2025
_AJARATIMES.GE

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას აფრთხილებენ კანონპროექტზე, რომელსაც, მათი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარლამენტი აპირებს დაჩქარებული წესით განიხილოს.

“საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არიან ქცეულნი, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს. აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას.

„ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც „რუსული კანონების” მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც ,,ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ორგანული გახდა.

არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს  – ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე.

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ ვაცხადებთ: არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს.

ჩვენ არ დავუშვებთ ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს და კვლავ გამოვხატავთ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვის მიმართ“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: “ს/კ გონიომ” “მეშახტესთან” მატჩი წააგო
Next: ჩელტაში ავარიულ შენობაში კედელი ჩამოინგრა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი აგვისტო 14, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.