Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

არასამთავრობო ორგანიზაციები უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტენ

სულხან მესხიძე 15/04/2024
umaglesi sabcho_AJARATIMES.GE

8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს, ამის შესახებ ინფორმაციას განცხადების ავტორი ორგანიზაციები ავრცელებენ. მესამე სექტორმა გადაწყვეტილების შესახებ წერილობით საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს უკვე აცნობა.

„მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირს.

მმართველი პარტია უმრავლესობას ფლობს უმაღლეს საბჭოში. ამასთანავე თვეებია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის აქტიური კამპანია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ დაგვინახავს არცერთი რეალური ნიშანი, რომელიც მიუთითებდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს. ამ ქმედებებმა შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი დააკარგვინოს.

ღია მმართველობის საბჭო არის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფორმატი. ამგვარი ფორმატისთვის თანმდევია განსხვავებული აზრი. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ უნდა გვაერთიანებდეს საერთო მიზანი – საქართველოს წინსვლა. სამწუხაროდ, თქვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ჩვენს ნებისმიერ თანამშრომლობას.

წარმოდგენილი მიზეზებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვტოვებთ ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს“ – აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • დემოკრატიის ინსტიტუტი; მწვანე სექტორი;
  • ა(ა)იპ ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“;
  • ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“;
  • ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ – ბათუმი;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – აჭარის ფილიალი;
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის;
  • ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

 

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: არა რუსულ კანონს – სტუდენტების აქცია ბათუმში
Next: პრემიერ-მინისტრი ელჩებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს შეხვედრისას მხარეებმა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

admin 08/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

admin 08/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

admin 06/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

10/10/2025
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო acra.vaqcina_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

09/10/2025
ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა

09/10/2025
საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

09/10/2025
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

10/10/2025
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო acra.vaqcina_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

09/10/2025
ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1) 4
  • საქართველო

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა

09/10/2025
საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

09/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.