Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

არასრულწლოვანი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის ქმედებას აიძულებდა

admin 20/03/2024
dzaladoba qalze_ajaratimes.ge

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის გაზაფხულზე, არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში” მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ კომპიუტერული პროგრამა „ფოტოშოპის” მეშვეობით მისი ცეკვის ვიდეოს დაამონტაჟებდა ისე, რომ შექმნილ ფოტოებზე დაზარალებული გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში, რასაც შემდგომში გაუვრცელებდა მის მშობლებთან. მუქარის შედეგად, იმავე დღეს, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი ბინის სააბაზანო ოთახში გადაიღო ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც „მესენჯერის” საშუალებით  ბრალდებულს გაუგზავნა.

ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაგზავნის შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულს  სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელება, შემდეგ ვიდეოზე გადაღება და გადაგზავნაც  მოსთხოვა, ხოლო უარის შემთხვევაში, უკანონოდ მოპოვებული ზემოთ მითითებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის მშობლებთან და ნათესავებთან გავრცელებით დაემუქრა. მუქარისა და იძულების შედეგად, შეშინებულმა დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების ამსახველი ვიდეო ჩაწერა და ბრალდებულს გადაუგზავნა.

დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვით, საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა არასრულწლოვანი გოგოს ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.

დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების  ფაქტზე წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას,”- აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების ხმა ნიუ-იორკამდე მივიდა
Next: ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარებიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

admin 25/09/2025
miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი

admin 25/09/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 24/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE 4
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.