
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა აჭარაში სხვადასხვა დროს უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებს მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შედეგადაც მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხა ჯამში 148 042 აშშ დოლარი წაართვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით არის კვალიფიცირებული, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.