Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

აჭარა ისტორიულ წყაროებში

აჭარა თაიმსი დეკემბერი 10, 2023
ajaris ruka_ajaratimes.ge

„წარსულმა ომებმა თუმცა ყველას მიაყენა აუცილებელი ზარალი, მაგრამ აჭარა და ქობულეთი ყველაზედ მომეტებულად დაისაჯა,“ – ეს სიტყვები გაზეთ „დროების“ რედაქტორს, სერგი მესხს ეკუთვნის. 1879 წლის თებერვალში გამოქვეყნებული წერილი აჭარის, როგორც რეგიონისა და მასში მცხოვრები ხალხის ისტორიის გახსენებაა. საინტერესოა, გარდა ისტორიკოსებისა, როგორ მიმოიხილავდნენ ქართულ პრესაში საზღვრისპირა კუთხეს – აჭარას.

მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი საზოგადოების კულტურულ განვითარებასთან და ზრდასთან ერთად, თუ როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა – აჭარა.

აჭარის ისტორიული კონტექსტის მიმოხილვისას, დანაშაული იქნება, რომ არ გავიხსენოთ 300 წლოვანი ტყვეობა ჩვენი რეგიონისა. აჭარაში ამას სამი კონკრეტული სიტყვით – „ოსმალთა სამასწლიანი ბატონობით“ მოიხსენიებენ.

გარდა სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირისა, აჭარლებს რელიგიური შევიწროების მუდმივი პრობლემა აწუხებდათ.

იყო მაჰმადიანობა, მაგრამ არა გათურქება – აჭარელმა საზოგადოება მედგრად დაუდგა მტრის რისხვას, შევიწროებასა და დამცირებას. ამას 1878 წელს „თავისუფლების“ მოპვება და ბერლინის შეთანხმება მოყვება, რომლის თანახმადაც აჭარის მხარე რუსეთის შემადგენლობაში  გადადის.

„აჭარლების გაუცხოება“

საქართველოს კუთხეებს შორის შემოერთება და სამასწლიანი ოსმალთა ბატონობის წარსულში დატოვება გარდამტეხ და ახალ გამოწვევებთან ასოცირებულ მომენტებს წარმოადგენს. ეს ისტორიული დრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აჭარლების კოლექტიურ მეხსიერებაში.

„აჭარა და ქობულეთი ომის მოედნად გახადა ბედმა. იქ იდგა ცალკე რუსის ჯარი და ცალკე ოსმალოსი. ჯარების დგომა, ნამეტნავად ერთიერთმანეთზედ სამტროდ გალაშქრებულისა, რასაკვირველია, კეთილს არ დააყრიდა ხალხს საზოგადოდ და უფრო იმ ხალხს საკუთრივ, რომლის მამულშიაც ჯარები იდგა და რომლის ბედი წინათვე არვინ იცოდა, ვის ჩაუვარდებოდა ხელში. ამიტომაც აშკარაა, არც რუსი გაუფრთხილდებოდა ხალხის სიკეთესა და არც ოსმალო; არც რუსი მოიქცეოდა გულმტკივნეულად და არც თათარი…“ – წერს გაზეთ დროების რედაქტორი, სერგეი მესხი.

ილია ჭავჭავაძის სიტყვებით – „ღვიძლი ძმის დაბრუნება“ რთული ამბავი აღმოჩნდა. პრესა, რომელსაც იმ დროისთვის საზოგადოების აზრის ფორმირებაში უდიდესი წვლილი ჰქონდა, კალმით ცდილობდა გამოენახა გზა, რათა აჭარის მოსახლეობის ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში რთული პროცესი არ ყოფილიყო.

როგორი იქნებოდა სამასწლიანი განშორების შემდეგ შეხვედრა? როგორ აუბამდა ფეხს აჭარის მოსახლეობა რუსეთის იმპერიაში კოლონიზირებულ ქართველოს? – კითხვები ბევრი იყო, პრესის მთავარი თემა კი, გაუცხოების გადალახვა.

„ჩვენ თითქმის არ ვიცნობთ ამ ახლად ჩვენს უბეში დაბრუნებულ მოძმეებს. ვიცით მხოლოდ, რომ ყველა ესენი გამაჰმადიანებულები არიან, რომ მომეტებულს ნაწილს ამათგანს ძველი საქართველოს ხასიათი და ჩვეულება ჯერაც არ დავიწყნია, ვიცით, რომ ზოგან იმათ თავიანთი სამშობლო – ქართული ენა ჯერაც არ დაჰკარგვიათ… ამიტომ ჩვენი სამღვთო მოვალეობა არის, რომ კარგად გავიცნოთ ეს ახლად შემოერთებული ჩვენი თანამოძმეები და იმათაც გავაცნოთ ჩვენი თავი… აუცილებლად საჭიროა, რომ ჩვენ არ შევეხოთ ახლად შეძენილ ქართველების სარწმუნოებას… სარწმუნოების განსხვავება არ დააბრკოლებს, არ დაუშლის ჩვენსა და იმათ ერთობას,“ – წერია სერგეი მესხის წერილში.

აღსანიშნავია, რომ პრესაში აქტიურად განიხილებოდა სწავლა-განათლების საკითები აჭარაში.

„ჩვენ ქართველებს დიდი ვალი გვაწევს კისრად, სახელდობრ ის, რომ ამოდენა ხალხის საქმეს ჯეროვანი ყურადღება მივაქციოთ და რიგიანი წინამძღოლობა გავუწიოთ. დავუმტკიცოთ ძმობა და ყოველ გაჭირვებაში დავეხმაროთ ძმებივით. დღეს უჭირს ამ ქვეყანას ჩვენი შველა და დახმარება. სწავლა აქ ნაკლებად არის. მცოდნე კაცს იშვიათად თუ ჰნახავ. აქ არ იციან არც ისტორია საქართველოსი და თავიანთ ქვეყნისა, არც მწერლობა ქართული და მისი თავგადასავალი. სკოლამ უნდა შეავსოს ეს ნაკლი“  (ჭიჭინაძე 1913, 12).

Post navigation

Previous: ქობულეთში, ხანძრის შედეგად საცხობი დაიწვა
Next: ფირის ფოტოგრაფია – რა უნდა იცოდეთ დაინტერესების შემთხვევაში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ლევან ურიდია ოქტომბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.