
ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს მაშველები ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები ცენტრალური ბულვარის გასწვრივ მიმდინარეობს.
თვითმხილველების თქმით, კაცი, სავარაუდოდ, ზღვაში შეჭრილი ხიდიდან გადახტა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, რომ შესაბამისი სამაშველო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება.