Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 14, 2025
evrosasamartlo_AJARATIMES.GE

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2025 წლის 14 ოქტომბერს გამოიტანა გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის IV ფაზაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაცია 2008 წლის ომის შემდგომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანთა უფლებების სისტემური დარღვევებისთვის.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს 29 ათასზე მეტი დაზარალებული პირის კომპენსაციას, რომელთა უფლებებიც დაირღვა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ განხორციელებული ზომების გამო.

სასამართლომ განმარტა, რომ რუსეთის ქმედებებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას სისტემური ხასიათი მისცა. დარღვევები მოიცავდა:

  • ძალის გადამეტებულ გამოყენებას;
  • არასათანადო და დამამცირებელ მოპყრობას;
  • უკანონო დაკავებებს;
  • გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას;
  • სახლებზე, მიწასა და ოჯახზე წვდომის აკრძალვას;
  • ქართულ ენაზე განათლების მიღების უარყოფას.

2024 წლის 9 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა და ერთხმად აღიარა კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

  • მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება;
  • მე-3 მუხლი – არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა;
  • მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  • მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა;
  • პირველი ოქმის პირველი მუხლი – საკუთრების უფლება;
  • მე-2 მუხლი (პირველი ოქმი) – განათლების უფლება;
  • მე-4 ოქმის მე-2 მუხლი – გადაადგილების თავისუფლება.

სასამართლო განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ მიუხედავად რუსეთის გასვლისა ევროპის საბჭოდან, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აგრძელებდა გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგს 2022 წლის 16 სექტემბრამდე, რაც მოიცავდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ფაქტებს.

გადაწყვეტილება წარმოადგენს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის მეოთხე ფაზას და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კომპენსაციას, რაც კი ოდესმე დაუკისრებია სტრასბურგის სასამართლოს სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების გამო.

 

Post navigation

Previous: ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა
Next: ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველო OGP-იდან გარიცხეს – ორგანიზაცია მიუთითებს დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობაზე

აჭარა თაიმსი აპრილი 22, 2026
evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგმა „აგენტების“ კანონზე საქმის განხილვა დაიწყო – საქართველომ პასუხი ივლისამდე უნდა წარადგინოს

აჭარა თაიმსი აპრილი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ერაყში ტანკერზე სავარაუდო დრონით თავდასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

აჭარა თაიმსი მარტი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.