
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჯ., 1979 წელს დაბადებული, რომელიც სამშობლოში კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები რამდენიმე უწყების კოორდინირებულად ჩატარდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები, რის შემდეგაც იგი, სავარაუდოდ, გადაეცემა უზბეკეთის მხარეს.