
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული შ.გ. ბათუმში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით იძებნებოდა.
„დაკავებული შ.გ. ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.