შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1979 წელს დაბადებული რ. ჰ. და 1977 წელს დაბადებული მ. ბ. – სხვადასხვა დროს, ბათუმში დააკავეს.
ბრალდებულების პირადი ჩხრეკის, ასევე ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



