Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ქობულეთი

ბათუმში, სოციალური საწარმო გაიხსნა

სულხან მესხიძე თებერვალი 12, 2024
socialuri sawarmo_ajaratimes.ge

ბათუმში, სოციალური საწარმო დაფუძნდა, რომელიც კაფესა და მაღაზიის ფორმატისაა. “სოციუმი” – ასე ჰქვია ახალ სივრცეს, სადაც ადგილობრივი დამწყები და უკვე შემდგარი მეწარმეების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ობიექტში ღვინოს, მშრალი ხილის, თაფლის, ყველის, ხელნაკეთი ნივთებისა და აჭარულ მოტივებზე შესრულებული ნაქარგობის შეძენა იქნება შესაძლებელი.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სივრცეების არსებობას ჩვენთვის. ფინანსური დაინტერესების მიღმა, ჩემნაირ მეწარმეს მრავალმხრივ განვითარებას მოუტანს, მათ შორის თეორიული ცოდნის მიღება. მოვიძევთ ახალ კონტაქტებს, ადგილობრივ ბაზარზე კი უფრო დავმკვიდრდებით. ამ სივრცეში მე წარმოდგენილი მაქვს ხელნაკეთი ყველი, რომელსაც კეფირით ვამზადებ. რამდენიმე სახეობაა, როგორც კრემ სახით, ასევე გამომშრალი,” – გვიყვება “კეფერონეს” დამფუძნებელი მანონი შავიშვილი.

სოციალური საწარმო საგრანტო პროგრამის “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – ფარგლებში დაფუძნდა. საწარმოს მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები მეწარმეების პროდუქციის წარმოჩენას, ასევე, სარეალიზაციო ბაზრებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირების დამყარებას.

“სოციალური საწარმოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეობას. ჩვენ, მათ ვთავაზობთ სივრცეს, სადაც ისინი თავიანთ პროდუქციას უსასყიდლოდ განათავსებენ. გარდა ამისა, პროექტი კაფეს ფუნქციონირების კომპონენტსაც ითვალისწინებს, ” – გვითხრა სოციალური საწარმოს დამფუძნებელმა, ეკატერინე თარგამაძემ.

სოციალური საწარმო ასევე, არაფორმალური განათლებისა და ბიზნესის განვითარების ტრენინგებს, სემინარებსა და მასტერკლასებს დაეთმობა.

“ჩვენ კარგად ვიცით მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები, ამიტომ გამოწვევების საპასუხოდ დავაფუძნეთ სოციალური საწარმო, რომლის მიზანია არაფორმალური განათლების გაზიარება, ასევე, მეწარმეების კომპეტენციებისა და უნარების განვითარება. მათ, ბაზარზე წვდომაში აქტიურად დავეხმარებით,” – თქვა სოციალური საწარმოს პრეზენტაციისას ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, “დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი საბჭოს თავმდჯომარემ.

სოციალური საწარმო ბათუმში, ჟორდანიას ქუჩის 4 ნომერი მდებარეობს.

Post navigation

Previous: სარფში 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინეს
Next: ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

სულხან მესხიძე აპრილი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

აჭარა თაიმსი აპრილი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.