
ბათუმში დაიწყო აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში – „შავი ზღვის ვარსკვლავები 2025“. ტურნირში მონაწილეობენ 2009/2010 და 2011/2012 წლებში დაბადებული გოგონებისა და ვაჟების გუნდები.
ჩემპიონატმა სტარტი 8 სექტემბერს აიღო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. მატჩები ტარდება ბათუმის, ქვიშის სპორტის სახეობათა ახალ სტადიონზე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და გამოცდილება გაიღრმავონ.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირის მიზანია სპორტის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ახალი თაობის ფრენბურთელების აღმოჩენა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე