სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ე.წ. „ტატოს მაღაზია“ შეამოწმა და დარღვევები გამოავლინა.
ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტში ირღვეოდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.
სააგენტოს ინფორმაციით, მაღაზიაში იყიდებოდა არაეტიკეტირებული სურსათი, რაც მოქმედ რეგულაციებთან შეუსაბამობაშია. აღნიშნული დარღვევის გამო შპს „ტატო-2009“ 500 ლარით დაჯარიმდა.
ბიზნესოპერატორს დაევალა არაეტიკეტირებული პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ობიექტი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარეობს.
ცნობისთვის ⇓
არაეტიკეტირებული სურსათი ნიშნავს ისეთ საკვებ პროდუქტს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ეტიკეტი ან ეტიკეტზე არ არის მითითებული კანონით სავალდებულო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, როგორც წესი, მოიცავს:
- პროდუქტის დასახელებას;
- შემადგენლობას;
- ალერგენების შესახებ ცნობას;
- ვარგისიანობის ვადას;
- შენახვის პირობებს;
- მწარმოებლის ან იმპორტიორის მონაცემებს;
- კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციას ;
ასეთი მონაცემების გარეშე მომხმარებელი ვერ იღებს სრულ და სანდო ინფორმაციას პროდუქტზე, რაც ზრდის ჯანმრთელობის რისკებს, განსაკუთრებით ალერგიის ან ვადაგასული პროდუქტის მოხმარების შემთხვევაში.



