Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 17 დღე გავიდა – სუს-ს გამოძიების შესახებ დეტალები ამ დრომდე არ გაუვრცელებია

სულხან მესხიძე მარტი 15, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებიდან 17 დღე გავიდა, თუმცა გამოძიების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. სპეცოპერაცია 27 თებერვალს, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ჩატარდა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები და პოლიციელები.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, ამ დრომდე უცნობია, რას უკავშირდებოდა სპეცოპერაცია, რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება და დააკავეს თუ არა ვინმე აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განმარტება ოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. საზოგადოებისთვის კვლავ უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვები – რა იყო სპეცოპერაციის მიზანი და რა შედეგით დასრულდა ის.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბინა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, 2023 წლის აპრილამდე გოჩა კონცელიძის საკუთრებაში იყო. აღნიშნული პირი რესან კონცელიძის ძმისშვილია.

» ბინა, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს რესან კონცელიძის ძმისშვილს ეკუთვნის

ჰაიდარ აბაშიძის №60-ში, მე-18 სართულზე არსებული ბინა, გოჩა კონცელიძემ 2023 წელს შვილს – ნინი კონცელიძეს გადაუფორმა. რესან კონცელიძის თქმით, ნინი კონცელიძეს საცხოვრებელი ფართი გაქირავებული ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად ვისზე არ იცის.

სპეცოპერაციასთან და აღნიშნულ ბინასთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფს რესან კონცელიძე, თუმცა ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ბინაში მიმდინარე პროცესების შესახებ. რესან კონცელიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. მანამდე ის საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

» აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ რესან კონცელიძე დანიშნეს

» კონცელიძეების სამშენებლო ბიზნესი ბათუმში და საეჭვო კორუფციული სქემა

 

 

Post navigation

Previous: საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ნალექი და ზვავსაშიშროება
Next: ს/კ „ბათუმმა“ „ორბთან“ მატჩი მოიგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი აპრილი 2, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში „ტატოს მაღაზიაში“ დარღვევა გამოავლინეს – ობიექტი დააჯარიმეს

აჭარა თაიმსი აპრილი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძეს წარადგენენ

აჭარა თაიმსი მარტი 31, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 03 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 03 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 2, 2026
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება gamocdebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

აპრილი 2, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

აპრილი 2, 2026
დასრულდა „სკ ბათუმის“ წაუგებელი სერია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა „სკ ბათუმის“ წაუგებელი სერია

აპრილი 2, 2026
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის სახლში არსებული უნებართვო ნაგებობა მერიამ დაანგრია _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის სახლში არსებული უნებართვო ნაგებობა მერიამ დაანგრია

აპრილი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აპრილი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 03 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 03 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 2, 2026
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება gamocdebi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

აპრილი 2, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

აპრილი 2, 2026
დასრულდა „სკ ბათუმის“ წაუგებელი სერია _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

დასრულდა „სკ ბათუმის“ წაუგებელი სერია

აპრილი 2, 2026
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის სახლში არსებული უნებართვო ნაგებობა მერიამ დაანგრია _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის სახლში არსებული უნებართვო ნაგებობა მერიამ დაანგრია

აპრილი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.