Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი ივნისი 4, 2024
saqstati_ajaratimes.ge

2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ამის შესახებ საქსტატის კვლევაში აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

მკვლევრების ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით მეტია.

“2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8 პროცენტი, საშუალოზე – 24.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.2 პროცენტი.

2024 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 703.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 269.1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით მეტი). 2024 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით).

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.0 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 13.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება,” – წერია საქსტატის კვლევაში.

Post navigation

Previous: წინასაარჩევნოდ პრემიერმა მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოაწერა
Next: შსს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი სამი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.