Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ქობულეთი

ბიუჯეტის მითვისება, ნეპოტიზმი და გაზის უკანონო მოხმარება – ქობულეთის მერია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირის დაწინაურებას გეგმავს

სულხან მესხიძე მარტი 29, 2026
sulkhan gorjeladze_AJARATIMES.GE

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია რეორგანიზაციის ფარგლებში, სოფლისა და ქალაქის წყალმომარაგების ორგანიზაციების გაერთიანება გეგმავს. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ახალი, გაერთიანებული სტრუქტურის ხელმძღვანელად სულხან გორჯელაძის დანიშვნას აპირებენ.

სულხან გორჯელაძე ამ ეტაპზე „ქობულეთის წყლის“ დირექტორია.

წყაროს ცნობით, პროცესები უკვე დაწყებულია. თანამშრომლების ნაწილი პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ გორჯელაძე არაოფიციალურად უკვე ერთვება სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის მოგვარებაში.

კერძოდ, „აჭარა თაიმსისთვის“ ასევე, ცნობილი ხდება, რომ „სოფლის წყალში“ სულხან გორჯელაძე მივიდა, სადაც რამდენიმე კარს ბოქლომი დაადო და ქონების აღრიცხვა დაიწყო.

რა სტატუსით გამოცხადდა გორჯელაძე სხვა ორგანიზაციაში – ამ კითხვით „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორს, სულიკო თხილაიშვილს მივმართეთ. მან კითხვის მოსმენისთანავე სატელეფონო საუბარი შეწყვიტა, ხოლო განმეორებითი ზარისას გვითხრა, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად პრესსამსახურს უნდა დავკავშირებოდით.

მერიაში დასაქმებულები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ სულხან გორჯელაძის ახალი ორგანიზაციის დირექტორად დანიშვნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლობირებს. სულხან გორჯელაძე და სულხან თამაზაშვილი ახლო ნათესავები არიან.

ვინ არის სულხან გორჯელაძე?

საჯარო წყაროების მიხედვით, სულხან გორჯელაძის სახელი წარსულში რამდენიმე გახმაურებულ საქმესთანაა დაკავშირებული. კერძოდ:

პირველი ეპიზოდი: სულხან გორჯელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხების შესაძლო მითვისების საქმის ფიგურანტია. პროკურატურა გამოძიებას წლების განმავლობაში აწარმოებს, თუმცა კონკრეტული შედეგი საზოგადოებისთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის.

მეორე ეპიზოდი: გორჯელაძე წარსულში ნეპოტიზმშიც არის მხილებული, მან და იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, სადაც წამყვან პოზიციაზე მუშაობდა.

მესამე ეპიზოდი: კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საჯარო მოხელე ფიგურირებს, ბუნებრივი აირის მოპარვის ფაქტს უკავშირდება. კერძოდ, მისი ოჯახი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაზს მრიცხველის გარეშე მოიხმარდა. აღნიშნული დარღვევა თავის დროზე გაზმომარაგებელმა კომპანიამ დააფიქსირა, თუმცა რა შედეგით დასრულდა ეს საქმე უცნობია.

კომენტარის გარეშე დარჩენილი კითხვები

„აჭარა თაიმსი“ თითქმის ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა სულხან გორჯელაძისგან კომენტარის მიღებას აღნიშნულ საკითხებზე, თუმცა უშედეგოდ. სხვადასხვა დროს, არაერთხელ მივაკითხეთ მას სამუშაო ადგილზე, თუმცა უშუალოდ მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მას წინასწარ აწვდიდნენ ინფორმაციას „აჭარა თაიმსის“ ადგილზე მისვლის შესახებ, რის გამოც იმ პერიოდში სამსახურში არ მიდიოდა.

მას შემდეგ, რაც კომენტარის მიღების არაერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, „აჭარა თაიმსმა“ ქობულეთის მერიას წერილობითი კითხვებით მიმართა. კერძოდ:

  • რა ეტაპზეა „ქობულეთის წყლის“ ბიუჯეტიდან მითვისებული თანხების საქმეზე გამოძიება? დაიკითხა თუ არა სულხან გორჯელაძე, რომელიც აღნიშნულ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია? ხომ არ ჭიანურდება გამოძიების დასრულება იმის გამო, რომ ის სულხან თამაზაშვილის ახლო ნათესავია?
  • წლების წინ, სულხან გორჯელაძის ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ბუნებრივ აირს უკანონოდ (მრიცხველის გარეშე) მოიხმარდა, რის გამოც „სოკარს“ მოკვლევა ჰქონდა დაწყებული. რა შედეგით დასრულდა ეს პროცესი?
  • ჩვენი ინფორმაციით, ქობულეთის მერია გეგმავს სოფლისა და ქალაქის წყალმომარაგების სისტემების გაერთიანებას, ხოლო დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელად სულხან გორჯელაძის დანიშვნას. ადასტურებთ თუ არა აღნიშნულ ინფორმაციას?

ქობულეთის მერიამ ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.

 

Post navigation

Previous: სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ამოყირავდა

აჭარა თაიმსი მარტი 27, 2026
levan zoidze qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს

აჭარა თაიმსი მარტი 25, 2026
obieqtebis demontaji_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში უნებართვო ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს 

სულხან მესხიძე მარტი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

მარტი 29, 2026
ბიუჯეტის მითვისება, ნეპოტიზმი და გაზის უკანონო მოხმარება – ქობულეთის მერია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირის დაწინაურებას გეგმავს sulkhan gorjeladze_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიუჯეტის მითვისება, ნეპოტიზმი და გაზის უკანონო მოხმარება – ქობულეთის მერია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირის დაწინაურებას გეგმავს

მარტი 29, 2026
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მარტი 29, 2026
„სკ ბათუმის“ წაუგებელი სერია გრძელდება _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმის“ წაუგებელი სერია გრძელდება

მარტი 28, 2026
ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი

მარტი 28, 2026
მართვის გამოცდაზე ჩაჭრილ კანდიდატებს ნაცნობთან გზავნიდა და სარგებელს იღებდა – მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს, სამი პირი დაითხოვეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მართვის გამოცდაზე ჩაჭრილ კანდიდატებს ნაცნობთან გზავნიდა და სარგებელს იღებდა – მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს, სამი პირი დაითხოვეს

მარტი 28, 2026
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

მარტი 29, 2026
ბიუჯეტის მითვისება, ნეპოტიზმი და გაზის უკანონო მოხმარება – ქობულეთის მერია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირის დაწინაურებას გეგმავს sulkhan gorjeladze_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ბიუჯეტის მითვისება, ნეპოტიზმი და გაზის უკანონო მოხმარება – ქობულეთის მერია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირის დაწინაურებას გეგმავს

მარტი 29, 2026
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მარტი 29, 2026
„სკ ბათუმის“ წაუგებელი სერია გრძელდება _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„სკ ბათუმის“ წაუგებელი სერია გრძელდება

მარტი 28, 2026
ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი

მარტი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.