Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბებისა და პოსტერების კონკურსი

admin 09/02/2024
konkursi_ajaratimes.ge

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს “ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან”, რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების თვეს.

კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე.

გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ფეისბუქის, ტვიტერისა და ინსტაგრამის გვერდებზე და ასევე, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.  ნამუშევრები, შესაძლოა,  წარმოდგენილი იყოს, ასევე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის თემატურ ღონისძიებებზე.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა  მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: 

  • ქალი პოლიტიკოსების  და გადაწყვეტილების მიმღები პირების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; გენდერული კვოტირების პოზიტიური გავლენა მუნიციპალუტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში და სხვ;
  • ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის  კუთხით, მუნიციპალიტეტში არსებული კარგი პრაქტიკები და ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევები;
  • გენდერული სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და საზოგადოების აზრის ფორმირებაზე (პოლიტიკაში, განათლებაში, დასაქმებაში და სხვა სფეროებში);
  • გენდერული დეზინფორმაცია.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

ბლოგი:

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • უნდა იყოს შემოქმედებითი;
  • ტექსტი ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, აზრი გადმოცემული უნდა იყოს ნათლად და თანმიმდევრულად;
  • ტექსტი შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართული, პუნქტუაციის წესების დაცვით;.
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური;
  • ტექსტი უნდა იყოს „Word“-ის ფორმატში; შრიფტი: Sylfaen. შრიფტის ზომა: 12;
  • ბლოგში მაქსიმალური სიტყვების რაოდენობა – 300-დან 1000-მდე. სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5.
  • იმ შემთხვევაში თუ იყენებთ კონკრეტულ ლიტერატურულ მასალას, მიუთითეთ თქვენი ბლოგის ბოლოს, ცალკე გვერდზე;
  • წყაროს დამოწმება: წყაროს ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი;.
  • ბლოგს უნდა ერთვოდეს თემატური ფოტო/პოსტერი.

ვლოგი: 

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • უნდა იყოს ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო;
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
  • ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ  ნებისმიერი  ვიდეოგადამღები მოწყობილობით, (ვიდეოკამერა, ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.);
  • ვიდეოს ფორმატი შეუზღუდავია, შეგიძლიათ  მოამზადოთ  ვი;დეო სიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია, და ა.შ.  ვიდეო მასალა უნდა იყოს HD ფორმატში;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს;
  • სასურველია, რომ თუ ვლოგი მოწოდებულია ეროვნული უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან, მას თან ერთვოდეს სუბტიტრები აღნიშნულ ენაზე. (აზერბაიჯანული ან სომხური).

ფოტო ამბავი:

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • უნდა იყოსი ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო;
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური;
  • უნდა ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა;
  • ფოტოს ფორმატი JPEG;
  • სასურველია ფოტო გადაღებული იყოს 780×580 ზომაზე;
  • მოწოდებულ ფოტოებზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და ა.შ.

პოსტერი:

  • პოსტერს უნდა ერთვოდეს ორგინილური თემატური სლოგანი
  • პოსტერი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
  • პოსტერი უნდა იყოს შემოქმედებითი და ინფორმატიული
  • პოსტერის ვიზუალი ნათლად უნდა ასახავდეს თემატიკას
  • პოსტერი, სასურველია, ეხმიანებოდეს ინკლუზიურ თემატიკას
  • პოსტერი მიიღება ნებისმიერ ფორმატში, ორი სხვადასხვა რეზოლუციით: ფეისბუქისთვის 1200 x 630 პიქსელი; ინსტაგრამისთვის 1080 x 1080.

გაითვალისწინეთ, უპირატესობა მიენიჭება კრეატიულ ნამუშევრებს და ნამუშევრებს, რომელთა შინაარსი შეეხება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული).

!! საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს  და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. უპირატესობა მიენიჭება იმ ნამუშევრებს, რომელთა თემატიკა/შინაარსი შეეხება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული.). სასურველია მასალებში გამოყენებული ენა საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები იყოს.

გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა – 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი, 12 საათი. გამარჯვებულ ნამუშევრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net  

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: რა ეღირება უცხოური ვალუტა 9 თებერვალს – ვალუტის კურსი ცნობილია
Next: 2023 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდი ლარი დახარჯეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

admin 14/10/2025
akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

admin 14/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.