Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის ბათუმში 744 მძღოლი დააჯარიმეს

აჭარა თაიმსი მარტი 6, 2024
gamonabolqvi_ajaratimes.ge

6 თვის განმავლობაში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის, 4 099 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 1 895 ჯარიმა, თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 866 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 744 – ბათუმში და 594 – რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099 სამართალდამრღვევიდან, 3 528 – ფიზიკური პირია, ხოლო 571 – იურიდიული პირი.

აღსანიშნავია, რომ 2 437 ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს დაეკისრათ, 1 449 – მიკროავტობუსის, 212 – სატვირთო ავტომობილის და 1- ავტობუსის მძღოლს.

„საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაცაა. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში, აქტიურად ახორციელებენ გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

ინფორმაციისთვის: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ქვედაბოლოსა და თეთრი ბლუზის ჩაცმას აიძულებდნენ
Next: აჭარაში 2 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათ სახლში აზარტული თამაშის ცენტრი ჰქონდათ მოწყობილი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აპრილი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 29, 2026
გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

აპრილი 29, 2026
„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აპრილი 29, 2026
ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

აპრილი 28, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აპრილი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 29, 2026
გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

აპრილი 29, 2026
„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აპრილი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.