Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2025
giorgi gaxaria_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება საზოგადოებისთვის ცნობილ 2019 წლის 20–21 ივნისის („გავრილოვის ღამე“) და ჩორჩანას ეპიზოდებს.

გამოძიების ინფორმაციით, გახარია ბრალდება ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაცია ძალადობრივ ფორმას იღებდა, რის შემდეგაც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სამართალდამცველებს კანონმდებლობის დარღვევით დაავალა სპეციალური საშუალებების – მათ შორის რეზინის ტყვიების – ერთობლივად და გაფრთხილების გარეშე გამოყენება. შედეგად, ათეულობით მოქალაქე დაშავდა, ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, ხოლო ხუთმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

ბრალდების მეორე ეპიზოდი შეეხება 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო – პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე.

გამოძიების შეფასებით, აღნიშნული ქმედებამ დაძაბულობა გაზარდა საოკუპაციო ხაზთან და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა დაახლოებით ასი ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ყობისა და წნელისის – მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.

გიორგი გახარიას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

12 თვეში 15 ხელფასი: როგორ აბრუნებს ქართული ოცნება გაუქმებულ კორუფციულ სქემას

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მაისი 29, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 3
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.