გრიგოლ ბესელიამ, რომელიც 2022 წლიდან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ცვლილება როტაციას უკავშირდება.
ინფორმაციისთვის: გრიგოლ ბესელია პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში. მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
განახლება: აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს სპიკერი იყო.



